თავში

ირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 170-მდე მგზავრი დაიღუპა - VIDEO

ირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 170-მდე მგზავრი და
ირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 170-მდე მგზავრი დაიღუპა - VIDEO

ირანში "უკრაინული ავიახაზების" Boeing 737-მა კატასტროფა განიცადა, დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა აფრენიდან მალევე, დილის 6:22 საათზე მოხდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა. ირანის ავიაციის სამინისტროს წარმომადგენლის, ჯაფარ ზადეს თქმით კი, თვითმფრინავში 167 მგზავრი იყო. 

Boeing 737 ჰომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევის ბორისპოლის აეროპორტის მიმართულებით ასრულებდა რეისს. კატასტროფის ადგილზე 4 ვერტმფრენი და სამედიცინო დახმარების 22 მანქანა იყო მობილიზებული, თუმცა, მაშველებს მუშაობაში ძლიერი ხანძარი უშლიდა ხელს.

წინასწარი ინფორმაციით ტრაგედიის მიზეზი ტექნიკური პრობლემა გახდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

უკრაინულ მხარეს კატასტროფასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

უბედურ შემთხვევას უკვე გამოეხმაურა „ბოინგის“ პრესმდივანი გორდონ ჯონდრო. მან განაცხადა, რომ კატასტროფის შესახებ კომპანია საქმის კურსშია და მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას აზუსტებს.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system