თავში

ირანთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ვენაში მოლაპარაკებები განახლდება

ირანთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ვენაში მოლაპარაკებები
ირანთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ვენაში მოლაპარაკებები განახლდება

დიპლომატები ვენაში ბრუნდებიან - ირანსა და გლობალურ მოთამაშეებს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ვენაში მოლაპარაკებები განახლდება. 

Euronews-ის ცნობით, ჩინელი, გერმანელი, ფრანგი, რუსი და ბრიტანელი დიპლომატები ირანის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეხვედრის დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ შეთნხმებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი თითქმის მზადაა.

ცნობისთვის, მხარეებს შორის 2015 წელს გაფორმდა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება, რომელიც ირანისთვის სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითვალისწინებდა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2018 წელს შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა და ირანს სანქციები დაუწესა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system