თავში

ირანულ ნავთობმზიდზე აფეთქება მოხდა

ირანულ ნავთობმზიდზე აფეთქება მოხდა
ირანულ ნავთობმზიდზე აფეთქება მოხდა

წითელ ზღვაში მცურავ ირანულ ნავთობმზიდზე აფეთქება მოხდა. როგორც სააგენტო „ისნა“ იუწყება, შედეგად ორი რეზერვუარი დაზიანდა და ნავთობი ზღვაში ჩაიღვარა.

სააგენტოს ცნობით, ინციდენტი საუდის არაბეთის პორტ ჯედას სიახლოვეს მოხდა. ნავთობმზიდი ირანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას ეკუთვნის.

ირანში ამტკიცებენ, რომ ნავთობმზიდს „ტერორისტები დაესხნენ თავს“.

ამჟამად ადგილზე იმყოფებიან სპეციალისტები, რომლებიც დაზიანებას სწავლობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system