თავში

ირანულ საზღვაო წვრთნებს უცნობი წყალქვეშა ნავი აკვირდებოდა

​ირანულ საზღვაო წვრთნებს უცნობი წყალქვეშა ნავი აკვირდებოდა
ირანულ საზღვაო წვრთნებს უცნობი წყალქვეშა ნავი აკვირდებოდა

ომანის ყურეში ირანის საზღვაო წვრთნების დროს სამხედრო მანევრებს უცხო ქვეყნის წყალქვეშა ნავი აკვირდებოდა. ირანულმა მხარემ წყალქვეშა ნავს ტერიტორიის დატოვება აიძულა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სამხედრო-საზღვაო ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

ირანმა ომანის ყურეში ახლო დამიზნების საზღვაო-სარაკეტო წვრთნები სახელწოდებით "საზღვაო ძლიერება 99" ჩაატარა. სამხედრო მანევრები, რომელშიც ირანული წყალქვეშა ნავი "ფათეხიც" მონაწილეობდა, 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. წვრთნები აშშ-სთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე გაიმართა.

აშშ-ისა და ირან შორის ურთიერთობა ამერიკის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის, ირანისთვის მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესებისა და ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ უკიდურესად დაძაბული რჩება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system