თავში

ირანზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა

ირანზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა
ირანზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა

ირანის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილის, ჰამიდ ფათჰის განცხადებით, ირანის მოქალაქეებს ინტერნეტით სარგებლობა შეეზღუდათ. კიბერთავდასხმა შაბათს დილით დაიწყო და  ამ დროისთვის შეტევის მეორე ტალღა მიმდინარეობს. ირანის ტერიტორიაზე ინტერნეტით სარგებლობა 75%-ით არის შემცირებული. ამის შესახებ Netblocks იუწყება.

ხელისუფლების განცხადებით, კიბერშეტევამ ინტერნეტ ოპერატორების მუშაობის გაუმართაობა გამოიწვია.

”ირანის ისტორიაში, დაქირავებულმა ჰაკერებმა ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს", - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა Twitter- ის პირად გვერდზე.

ადგილობრივი სატელევიზიო არხის ეთერში, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ  კიბერშეტევა ორგანიზებულ ხასიათს ატარებს. მან იმედი გამოთქვა, რომ ირანი აღნიშნულ შემოტევას წარმატებით გაუმკლავდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system