თავში

ირლანდიაში AstraZeneca-ს გამოყენებას განაახლებენ

ირლანდიაში AstraZeneca-ს გამოყენებას განაახლებენ
ირლანდიაში AstraZeneca-ს გამოყენებას განაახლებენ

ირლანდია კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებას უახლოეს დღეებში განაახლებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს. 

ირლანდიამ AstraZeneca-ს გამოყენება თრომბის განვითარების საშიშროების გამო გასულ კვირას შეაჩერა. 

ამას გარდა AstraZeneca-ს გამოყენებას კვლავ განაახლებენ, გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაშიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებისაკენ მოუწოდებს. 

მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ თრომბის კავშირი AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან არ დასტურდება. მათივე განცხადებით, ვაქცინის სარგებელი აჭარბებს რისკებს.

18 მარტს, ევროპის წამლის სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო. ევროპის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system