თავში

ირლანდიაში COVID-19-ის მიუხედავად სანტა კლაუსი ბავშვებს ესტუმრება

ირლანდიაში COVID-19-ის მიუხედავად სანტა კლაუსი ბავშვებს ესტუმრება
ირლანდიაში COVID-19-ის მიუხედავად სანტა კლაუსი ბავშვებს ესტუმრება

არ შეშინდეთ ბავშვებო, კორონავირუსი სანტა კლაუსს ვერ შეაჩერებ, ის ჩრდილოეთ პოლუსიდან თქვენთან აუცილებლად მოვა. ამ სიტყვით მიმართა ირლანდიის მთავარმა დიპლომატმა ბავშვებს. ამის შესახებ CBS News წერს.

ცნობილია, რომ ირლანდიაში სანტა კლაუსს თვითმართველობის მიერ დაწესებული შეზღუდვები არ ეხება და ის ყველა ბავშვის გახარებას შეძლებს. თუმცა უცნობია პირბადით გამოჩნდება თუ არა სანტა კლაუსი ბავშვებთან.

"სანტა კლაუსის საკითხზე ვმუშაობდით რამდენიმე კვირის განმავლობაში. მნიშვნელოვანია ვუთხრათ ჩვენი ქვეყნის ყველა ბავშვს, რომ ჩვენ სანტა კლაუსის მოგზაურობას მნიშვნელოვან მოგზაურობად მივიჩნევთ და ამიტომ იგი თვითიზოლაციისგან გათავისუფლებულია, რომელიც მას ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ უნდა გაევლო და ის იზოლაციაში 14 დღის განმავლობაში უნდა ყოფილიყო", - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ქვეყნის ხელისუფლებამ სანტა კლაუსისა და ბავშვების დასაცავად 2 მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა ძალაში დატოვა, რაც ნიშნავს იმას, რომ სანტა კლაუსის მოსვლის დროს ორივე მხარემ დისტანცია უნდა შეინარჩუნოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system