თავში

იშვიათ ბაყაყს, რომელსაც ლეონარდო დი კაპრიო მფარველობდა, 200 შვილი გაუჩნდა

იშვიათ ბაყაყს, რომელსაც

ჩილეში გადაშენების პირას მყოფი ლოას ჯიშის წყლის ბაყაყები გადაარჩინეს და მათ უკვე 200 ნაშიერი ჰყავთ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ლოას სახეობის უკანასკნელი ნიმუშები სპეციალისტებმა ატაკამას უდაბნოში, ქალაქ კალამადან მოშორებით დამშრალ, ჭუჭყიან გუბეში გასულ წელს იპოვეს. ეს ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც ლოას ჯიშის წყლის ბაყაყები ბინადრობენ. ჰერპეტოლოგებმა ( ქვეწარმავლების შემსწავლელი სპეციალისტები) 14 ამფიბია ვერტმფრენით ჩილეს ზოოპარკში გადაიყვანეს, დაბანეს, მათი საცხოვრებელის იდენტური გარემო შეუქმნეს და 14-დან 12-ის გადარჩენა შეძლეს. ამ ფაქტს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ბაყაყების გულშემატკივრებს შორის ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დი კაპრიოც იყო, რომელმაც ამის შესახებ საკუთარ ინსტაგრამზე დაწერა. 

სპეციალისტების თქმით, ახლა მთავარია ლოას ბაყაყების მათ საცხოვრებელ გარემოში დაბრუნება და იქ მათი სიცოცხლისთვის აუცილებელი გარემო პირობების შენარჩუნება.

ცოტა ხნის წინ პოპულარობა კიდევ ერთმა - რომეოდ წოდებულმა ბაყაყმა მოიპოვა. ბოლივიაში თავის სახეობაში დარჩენილი ერთადერთი მამალი ბაყაყის მეწყვილის მოსაძებნად საერთაშორისო განცხადება გააკეთეს. რომეოს დახმარება მალე აღმოუჩინეს და მას დედალი უპოვეს, სპეციალისტები ახლა რომეოსა და ჯულიეტას დაწყვილებას ელოდებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system