თავში

"ISIS-ის პატარძალს" ბრიტანეთში დაბრუნების უფლება არ მისცეს

"ISIS-ის პატარძალს" ბრიტანეთში დაბრუნების უფლება არ მისცეს
ISIS-ის პატარძალს ბრიტანეთში დაბრუნების უფლება არ მისცეს

დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ "ISIS-ის პატარძალს", შამიმა ბეგუმს სამეფოში დაბრუნების უფლება არ მისცა. 

შამიმას სურვილი აქვს ბრიტანეთის მოქალაქეობა აღიდგინოს. ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ ქვეყანაში ჩასვლის უფლება მისცა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტის, ლორდ რობერტ რიდის განცხადებით, ბრიტანეთის სააპელაციომ რამდენიმე შეცდომა დაუშვა და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა შამიმას დაბრუნების უფლება მისცა. 

ბეგუმი 15 წლის იყო, როდესაც 2015 წელს სკოლის ორ მეგობართან ერთად დიდი ბრიტანეთი დატოვა რათა სირიაში ISIS-ში გაწევრიანებულიყო. 2019 წლის 19 თებერვალს, მას შემდეგ რაც ის  სირიის ლტოლვილთა ბანაკში აღმოჩნდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა მას ბრიტანეთის მოქალაქეობა ჩამოართვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system