თავში

ისლამური სახელმწიფოები ერთმანეთში ოქროთი ივაჭრებენ

ისლამური სახელმწიფოები ერთმანეთში ოქროთი ივაჭრებენ
ისლამური სახელმწიფოები ერთმანეთში ოქროთი ივაჭრებენ

ისლამური სახელმწიფოების სამიტი კუალა-ლუმპურში დასრულდა. მალაიზიის დედაქალაქს, 20 ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენელი ეწვია. სამიტზე სახელმწიფოებმა აზიაში მიმდინარე პროცესები განიხილეს და გარკვეულ პირობებზეც შეთანხმდნენ. როგორც Report-ის მკითხველმა უკვე იცის, ირანის და თურქეთის პრეზიდენტებმა ისლამურ სამყაროს აშშ-ს ფინანსური სისტემის წინააღმდეგ გალაშქრებისკენ მოუწოდა. სამიტის დასასრულს, მოწოდებას მალაიზიის პრემიერ მინისტრიც, მაჰათირ მოჰამედიც შეუერთდა.

"მე შევთავაზე პარტნიორ ქვეყნებს, რომ განვიხილოთ იდეა ოქროს დინარით ვაჭრობის განახლების შესახებ და გამოვიყენოთ ბარტერული გაცვლები იმისთვის, რომ სამომავლოდ სანქციებმა არ დაგვაზარალოს", - განაცხადა მაჰათირმა.  

ლიდერები მეტი საერთო ბიზნესის შექმნაზე შეთანხმდნენ და ისეთი მეთოდის შემუშავება გადაწყვიტეს, რომელიც ეროვნული ვალუტით ვაჭრობას უზრუნველყოფს. 

ისლამური სახელმწიფოების სამიტის დასასრულს, მალაიზიის პრეზიდენტმა ირანი და ყატარი შეაქო ეკონომიკური ემბარგოს გაძლებისთვის და აღნიშნა, რომ მუსულმანური სამყაროსთვის ეს ძალიან  მნიშვნელოვანი გამოცდა იყო. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პარტნიორმა სახელმწიფოებმა: საუდის არაბეთმა, გაერთიანებულმა ემირატებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ ყატართან დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობები შეაჩერა. მიზეზად ტერორიზმის საფრთხე დასახელდა. ირანის ეკონომიკა კი აშშ-ს მიერ წინა წელს გატარებულმა სანქციებმა საგრძნობლად დააზიანა. 

წყარო: Reuters.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system