თავში

ისლანდია კრიზისით დაზარალებულებს 420 მილიონ დოლარს გამოუყოფს

​ისლანდია კრიზისით დაზარალებულებს 420 მილიონ დოლარს გამოუყოფს
ისლანდია კრიზისით დაზარალებულებს 420 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ისლანდიის ხელისუფლება მცირე ბიზნესის, ინოვაციების სფეროსა და მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად ეკონომიკაში დამატებით 420 მილიონ დოლარს ჩადებს. ხელისუფლების თქმით, ამჟამად პრიორიტეტი სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა.

სუბსიდიებს პირველ რიგში მიიღებენ კომპანიები, რომლებმაც დაწესებული შეზღუდვების გამო მუშაობა შეაჩერეს, ასევე სტუდენტები, რომლებიც სამუშაოს ეძებს.

ისლანდიაში, ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 1778 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1417 გამოჯანმრთელდა, 10 გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system