თავში

ისლანდიაში 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ისლანდიაში 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ისლანდიაში 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ისლანდიაში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ განცხადებას ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი აქვეყნებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი რეიკიავიკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 268 კილომეტრის დაშორებით, 5 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა.

მსხვერპლის, ზარალის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გარდა ამისა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, სეისმოლოგებმა აღნიშნულ რეგიონში კიდევ რამდენიმე ბიძგი დააფიქსირეს, რომელთა სიდიდე 3.0-დან 5.0 ერთეულამდე მერყეობდა.

ცნობისათვის, გასული კვირის განმავლობაში ისლანდიაში არაერთი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა მაქსიმალური სიმძლავრე 5.6 მაგნიტუდას აღწევდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system