თავში

ისლანდიაში ათობით ტურისტი გაუჩინარდა - PHOTO

​ისლანდიაში ათობით ტურისტი გაუჩინარდა
ისლანდიაში ათობით ტურისტი გაუჩინარდა - PHOTO

ისლანდიაში საგანგებო სამსახურები გაუჩინარებულ ტურისტებს ეძებენ. ისინი იმ ასობით ადამიანს შორის იყვნენ, ვინც ვულკან ფაგრადალსფიადლის ამოფრქვევის სანახავად ჩამოვიდა.

პოლიციის ინფორმაციით, საკუთარ ავტომობილებთან ათობით ტურისტი არ დაბრუნებულა. წინასწარი ვერსიით, მათ, სავარაუდოდ, გზა აერიათ, რადგან უახლოესი გზიდან ვულკანამდე ფეხით რამდენიმე კილომეტრია სავალი, ახლა კი ტერიტორიაზე ძლიერი ნისლია. მეორე ვერსიით, მოხდა უბედური შემთხვევა, რადგან ვულკანი ამჟამად აქტიურია.

ადგილზე მაშველები და პოლიციაა მობილიზებული. მიუხედავად იმისა, რომ ვულკანის ამოფრქვევის ინტენსივობა იკლებს და ამ რაიონში ავიაციის ფრენა აღდგა, ტურისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system