თავში

ისლანდიაში ვულკანის ახალი ნაპრალი დედაქალაქს უქმნის საფრთხეს

​ისლანდიაში ვულკანის ახალი ნაპრალი დედაქალაქს უქმნის საფრთხეს
ისლანდიაში ვულკანის ახალი ნაპრალი დედაქალაქს უქმნის საფრთხეს

ისლანდიაში ვულკან ფაგრადალსფიადლისთან ახალი ნაპრალი გაჩნდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქს საფრთხეს უქმნის. ის რეკიავიკიდან სულ რაღაც 30 კილომეტრში მდებარეობს და ქალაქის მიმართულების ცხელი ლავის ძლიერი ნაკადი მიემართება. ინფორმაციას ამის შესახებ Shanghai Daily ავრცელებს.

სპეციალისტების შეფასებით, დედამიწის ქერქის ნაპრალის სიგრძე დაახლოებით ნახევარი კილომეტრია და ის, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვულკანის ძირში ტურისტების გადაუდებელი ევაკუაცია დაიწყო. ვულკანისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტილია.

შეგახსენებთ, რომ ვულკან ფაგრადალსფიადლის ამოფრქვევა მარტში დაიწყო. მანამდე მას ექვსი ათასი წელი ეძინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system