თავში

ისლანდიის მყინვარზე 1944 წელს ჩამოვარდნილი საბრძოლო თვითმფრინავის ნაშთები აღმოაჩინეს - PHOTO

ისლანდიის მყინვარზე 1944 წელს ჩამოვარდნილი საბრძოლო თვითმფრინავის ნაშთები აღმოაჩინეს - PHOTO
ისლანდიის მყინვარზე 1944 წელს ჩამოვარდნილი საბრძოლო თვითმფრინავის ნაშთები აღმოაჩინეს  - PHOTO

ისლანდიაში, ეიაფიადლაიეკუდლის მყინვარზე 76 წლის წინ ჩამოვარდნილი ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავის ნაშთები გამოჩნდა. ათწლეულების შემდეგ, მყინვარზე თვითმფრინავის ფრაგმენტები სითბოს გამო თვალსაჩინო გახდა.

ავიაკატასტროფა 1944 წლის 16 სექტემბერს მოხდა. შეერთებული შტატების "B-17 Flying Fortress" ბომბდამშენი ინგლისში მიემგზავრებოდა. საბრძოლო თვითმფრინავი ისლანდიაში, კებლავიკის აეროპორტში საწვავის შესავსებად დაეშვა, აფრენის შემდეგ კი უამინდობის გამო მყინვარს შეეჯახა.

თვითმფრინავი რბილ თოვლზე დაეცა. თვითმფრინავის ერთი ფრთა ჩამოვარდა, ძრავებს ცეცხლი გაუჩნდა, მაგრამ ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ათივე წევრი გადარჩა და მათი ევაკუაცია განხორციელდა. თვითმფრინავის ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო, ამიტომ მისი ნაწილები ეიაფიადლაიეკუდლის მყინვარზე გაიყინა.

ადგილობრივ მოსახლეობას ტურისტული ზონის გამო, მყინვარიდან ბობდამშენის ფრაგმენტების მოშორება არ სურს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system