თავში

ისპაანში პართიელი ქალის ჩონჩხი აღმოაჩინეს

ისპაანში პართიელი ქალის ჩონჩხი აღმოაჩინეს
ისპაანში პართიელი ქალის ჩონჩხი აღმოაჩინეს

ირანის ცენტრალურ პროვინციაში, ისპაანში არქეოლოგიური გათხრების შედეგად, პართიელი ქალის ჩონჩხი და თიხის ქოთანი აღმოაჩინეს.  

”მიუხედავად იმისა, რომ ჩონჩხის ექსპერტებმა ჯერ ვერ დაადგინეს ამ ჩონჩხის სქესი, ის ალბათ ქალს ეკუთვნის. ასე რომ, შეიძლება, ჩვენ მას „პართიელი ქალი“ ვუწოდოთ", - განაცხადა არქეოლოგმა, ალირეზა ჯაფან ზანდმა.

წამყვანი არქეოლოგების მტკიცებით, აღმოჩენილი ჩონჩხის მახლობლად სხვა გვამებიც უნდა იყოს დაკრძალული. როგორც ისინი ამბობენ, გორაკზე არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი მტკიცებულებები ისპაანის ერთ-ერთ უძველეს წერტილში პართიელების სასაფლაოს არსებობას ამტკიცებს. 

მათი თქმით, ახალ აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ისპაანისთვის, არამედ ცენტრალური ირანისთვისაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system