თავში

ისრაელი აღარ შემოუშვებს უცხოელებს, რომლებიც მანამდე აზიის რიგ ქვეყნებში იმყოფებოდნენ

​ისრაელი აღარ შემოუშვებს უცხოელებს, რომლებიც მანამდე აზიი
ისრაელი აღარ შემოუშვებს უცხოელებს, რომლებიც მანამდე აზიის რიგ ქვეყნებში იმყოფებოდნენ

ისრაელი ქვეყანაში აღარ შემოუშვებს უცხოელებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ტაილანდს, ჰონგ-კონგს, სინგაპურსა და მაკაოს სტუმრობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ზომები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მიიღეს.

რაც შეეხება ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც ამ აზიურ რეგიონებს ბოლო ორი კვირის მანძილზე სტუმრობდნენ, მათთვის ჯანდაცვის სამინისტრომ კვირის დასაწყისში სავალდებულო, ორკვირიანი კარანტინი დააწერა.

განსაკუთრებული ზომებია მიღებული აეროპორტებში, საზღვაო პორტებსა და სასაზღვრო პუნქტებზე.

ჩინეთში ნამყოფებისთვის კარანტინი თებერვლის დასაწყისში შემოიღეს. ისრაელში დაბრუნებულებმა სახლში, იზოლაციაში 14 დღე უნდა გაატარონ. ამ პერიოდში მათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სამუშაო ოფისებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სასწავლო დაწესებულებებში, გასართობ ცენტრებში, მაღაზიებში, საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში გამოჩენა ეკრძალებათ. 

ჩინეთში, ბოლო მონაცემებით, გარდაიცვალა 1868 და ვირუსი დაუდგინდა 72400 მოქალაქეს. იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ამ დროისთვის განიკურნა და კლინიკა დატოვა 12500 ადამიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system