თავში

ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ბეწვით ვაჭრობა აკრძალა

ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ბეწვით ვაჭრო
ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ბეწვით ვაჭრობა აკრძალა

ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ბუნებრივი ბეწვის გაყიდვა კანონმდებლობის დონეზე აკრძალა. ამის შესახებ ქვეყნის ეკოლოგიის მინისტრმა გილა გამლიელმა შესაბამისი განკარგულების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

დოკუმენტი ძალაში ექვს თვეში შევა. თუმცა აკრძალვა არ ეხება სამეცნიერო, საგანმანათლებლო და რელიგიურ საჭიროებებს.

"მე ხელი მოვაწერე აკრძალვას ბეწვით ვაჭრობაზე მოდის ინდუსტრიაში. ბეწვის ინდუსტრია იწვევს ასობით მილიონი ცხოველის დახოცვას მთელ მსოფლიოში და ასოცირდება აღუწერელ სისასტიკესთან და ტანჯვასთან. ერთად, ჩვენ ისრაელის მოდის ბაზარს უფრო მდგრადსა და ცხოველების მიმართ კეთილგანწყობილად ვაქცევთ!", - განაცხადა მინისტრმა.

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ PETA დოკუმენტს "ისტორიული გამარჯვება" უწოდა.

Times Of Israel ხაზს უსვამს, რომ ეს არ ეხება ბეწვის რეალიზაციას რელიგიური ნიშნით. კერძოდ, ისევ ნებადართული იქნება ვაჭრობა შტრაიმლებით. ესაა თავსაბურავები, რომლებსაც ულტრაორთოდოქსი ებრაელები დღესასწაულებსა და განსაკუთრებულ შემთხვევებში ატარებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system