თავში

ისრაელი Pfizer-ისგან COVID-19-ის საწინააღმდეგო ექსპერიმენტულ აბებს შეიძენს

​ისრაელი Pfizer-ისგან COVID-19-ის საწინააღმდეგო ექსპერიმენტულ აბებსიძ
ისრაელი Pfizer-ისგან COVID-19-ის საწინააღმდეგო ექსპერიმენტულ აბებს შეიძენს

ისრაელი კომპანია Pfizer-ისგან COVID-19-ის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული აბების შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა. ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.

”ჩვენ წინ კარგი სიახლეები გველის კოროვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტების შესახებ”, - განაცხადა ბენეტმა ყოველკვირეული მთავრობის სხდომის დაწყებისას.

პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ მან სთხოვა ჯანდაცვის წარმომადგენლებს, Pfizer-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტების შესყიდვა „სიღრმისეულად შეესწავლათ“.

"თუ პრეპარატი დამტკიცდება, ის ვაქცინასთან და ყველასთვის ხელმისაწვდომი ტესტებთან ერთად, პანდემიის კონტროლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საშუალება გახდება“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში დასძინეს, რომ Pfizer-თან მოლაპარაკებებს მალე დაიწყებენ.

ცნობისთვის, Pfizer-ის მიერ შემუშავებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ანტივირუსული პრეპარატი, Paxlovid-ი დაავადების გართულებისა და გარდაცვალების რისკს 89%-ით ამცირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system