თავში

ისრაელი პირბადეების რეჟიმს აბრუნებს

​ისრაელი პირბადეების რეჟიმს აბრუნებს
ისრაელი პირბადეების რეჟიმს აბრუნებს

ისრაელში მომავალი კვირიდან დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება ისევ სავალდებულო ხდება. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების ზრდაა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყება არავაქცინირებულ მოქალაქეებს ურჩევს, საზღვარგარეთ არ იმოგზაურონ, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის.

ისრაელში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის. 

თითქმის ყველა საკარანტინო შეზღუდვა ისრაელში 1 ივნისიდან გაუქმდა. 15 ივნისიდან ისრაელში დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების რეჟიმი მოხსნეს, თუმცა 23 ივნისს გარკვეული შეზღუდვები კვლავ ამოქმედა.

ისრაელის აეროპორტებში პირბადეების ტარება კვლავ სავალდებულო გახდა. 

ამასთან, იმ აცრილ პირებს, რომლებსაც "დელტა" შტამით ინფიცირებულ პირთან ჰქონდათ კონტაქტი იზოლაცია მოეთხოვებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system