თავში

ისრაელი საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის პირობებს ასახელებს

​ისრაელი საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის პირობებს ასახელებს
ისრაელი საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის პირობებს ასახელებს

ისრაელის ტურიზმის მინისტრმა, ორიტ ფარკაშ-ჰაკოენმა საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის გეგმა წარმოადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს.

"დღეისათვის ისრაელში მოსახლეობის 25% უკვე ვაქცინირებულია. ჩვენ საერთაშორისო ტურიზმის დაბრუნების გეგმების დასახვა შეგვიძლია", - განაცხადა მინისტრმა.

ორიტ ფარკაშ-ჰაკოენის თქმით, ავიამიმოსვლის განახლების თარიღის დასახელება დამოკიდებული იქნება კაფსულური ტურიზმის სისტემის შექმნაზე, ანუ სტუმრების ჯგუფებად დაყოფაზე.

კერძოდ, თვითმფრინავში ჩაჯდომამდე ტურისტებმა ჯანმრთელობის მდგომარეობა "მწვანე პასპორტის", გამოჯანმრთელების შესახებ სერტიფიკატის, ან COVID-19-ზე უარყოფითი ტესტის საშუალებით უნდა დაადასტურონ.

მინისტრი ასევე სთავაზობს სასტუმროების დაუყოვნებლივ გახსნას, თუ სტუმარი ამ ცნობებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს. ამასთან, სასტუმროებში საერთო სასადილოები აღარ იქნება.

ორიტ ფარკაშ-ჰაკოენის აზრით, ასეთივე პირობებში შესაძლებელია კაფეების და რესტორნების გახსნა 50% დატვირთვით. აქ შემოსვლამდე ტურისტებმა სამედიცინო ცნობები უნდა წარადგინონ.

ანალოგიურ ზომებს მინისტრი ღირსშესანიშნაობების შემთხვევაშიც სთავაზობს. ასე ყველა ბუნებრივი ნაკრძალი მალე შეძლებს მუშაობის აღდგენას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system