თავში

ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს ირანის შესაძლო თავდასხმების გამო მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს 

ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს ირანის შესაძლო თავდასხმების გამო მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს 
ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს ირანის შესაძლო თავდასხმების გამო მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს 

ისრაელის მთავრობამ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ირანის თავდასხმების თავიდან ასაცილებლად არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინში გამგზავრებისგან თავი შეიკაონ.

ირანი ისრაელს თავდასხმით მას შემდეგ ემუქრება, რაც გასულ პარასკევს თეირანის მახლობლად მისი ბირთვული პროგრამის მთავარი მეცნიერი, მოსენ ფახრიზადე მოკლეს. ირანი მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს.

ისრაელს მკვლელობის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. საბჭომ შეადგინა ქვეყნების სია, სადაც ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმა ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი, მათ შორის: საქართველოში, აზერბაიჯანში, თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, ერაყის ქურთისტანში, ზოგადად ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის კონტინენტზე.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 2018 წელს განაცხადა, რომ ირანის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაცია, რომელსაც მოსენ ფახრიზადე ხელმძღვანელობდა, ბირთვული იარაღის პროექტზე მუშაობას განაგრძობდა. მედია წერს, რომ ფახრიზადე "დიდი ხნის განმავლობაში იყო ისრაელის სამიზნე".

ირანის ბირთვული პროგრამის მთავარ სპეციალისტი მოსენ ფახრიზადე 27 ნოემბერს თეირანის მახლობლად მოკლეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system