თავში

ისრაელის ჯარისკაცებმა პალესტინელ ქალს ესროლეს

​ისრაელის ჯარისკაცებმა პალესტინელ ქალს ესროლეს
ისრაელის ჯარისკაცებმა პალესტინელ ქალს ესროლეს

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა დასავლეთ სანაპიროზე, გამშვებ პუნქტზე პალესტინელი ქალი მოკლეს. ისრაელის პოლიციის განცხადებით, ქალი სამხედროების დაჭრას ცდილობდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ქალის ფიგურა ჩანს, ისმის სროლის ხმა და ქალი ძირს ეცემა, მას ხელიდან რაღაც უვარდება.

ისრაელის პოლიციის პრეს-სპიკერის განცხადებით, მან კალანდიის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თავდასხმა სცადა. მან ასფალტზე დაგდებული დანის ფოტოც გაავრცელა. პალესტინური მხარის ინფორმაციით, ქალი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system