თავში

ისრაელის არმიამ სისტემა "რკინის გუმბათი" მთელი ქვეყნის მასშტაბით აამოქმედა

​ისრაელის არმიამ სისტემა "რკინის გუმბათი" მთელი ქვეყნის მასშტაბით
ისრაელის არმიამ სისტემა რკინის გუმბათი მთელი ქვეყნის მასშტაბით აამოქმედა

ისრაელის არმიამ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა "რკინის გუმბათის" დანადგარები მთელი ქვეყნის მასშტაბით განათავსა. ინფორმაციას ამის შესახებ The Times of Israel ავრცელებს.

უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები ებრაელი ულტრამემარჯვენეების მარშს უკავშირდება. ხელისუფლება შიშობს, რომ იერუსალიმში დაგეგმილი მსვლელობა ღაზას სექტორის მხრიდან ძალადობის ესკალაციის ფონზე გაიმართება.

"პალესტინურ გარემოში სიტუაცია არასტაბილურია და ჩვენ საბრძოლო მოქმედებების ახალია აფეთქებისთვის მზად ვართ", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის არმიის შტაბის ხელმძღვანელმა, ავივ კოჰავიმ.

მისი თქმით, ისრაელს მკაცრი რეაგირება ექნება, თუკი "ჰამასის" რადიკალები ესკალაციაზე წავლენ.

უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც რადიკალური მოძრაობა "ჰამასი", მარშის გამართვის შემთხვევაში, ძალადობით დაიმუქრა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system