თავში

ისრაელის იერიშს ღაზას სექტორში 24 პირი ემსხვერპლა

ისრაელის იერიშს ღაზას სექტორში 24 პირი ემსხვერპლა
ისრაელის იერიშს ღაზას სექტორში 24 პირი ემსხვერპლა

ისრაელის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვას  ოცდაოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

გამოცემის ცნობით, დაღუპულთა შორის ცხრა ბავშვია.

იერუსალიმზე ერთკვირიანი თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზას სექტორზე საპასუხო იერიში მიიტანა. 

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, „ჰამასის“ რვა მებრძოლის ლიკვიდაცია განხორციელდა. იერუსალიმში კი პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის ორშაბათს მომხდარი შეტაკებების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 400-ს აღწევს.

ცნობისთვის, ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 150-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით, ათობით რაკეტა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემამ გააუვნებელყო. ნაწილი კი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. საპასუხოდ ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში ტერორისტული დაჯგუფებების ინფრასტრუქტურის დაბომბვა დაიწყეს. კერძოდ, იერიშების სერია დაიწყო "ჰამასის" ობიექტებზე.

თელ-ავივში, სარაკეტო იერიშებისგან თავდასაცავად, მოქალაქეებისთვის თავშესაფრები გახსნეს. თუმცა, ამ ეტაპზე თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები არ განხორციელებულა.

იერუსალიმში დაპირისპირება პოლიციასა და პალესტინელებს შორის მეოთხე დღეა გრძელდება. არეულობა ისრაელის ხელისუფლების გეგმას უკავშირდება, რომელიც 70-ზე მეტი პალესტინელი ოჯახის გასახლებას აპირებს. ამ გადაწყვეტილებას პალესტინელი აქტივისტები აპროტესტებენ. 8 მაისს ისრაელის პოლიცია ტაძრის მთის ტერიტორიაზე შევიდა. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტერიტორიაზე წესრიგის აღდგენა მას შემდეგ დაიწყეს, რაც პალესტინელებმა პარასკევის ლოცვის შემდეგ არეულობა მოაწყეს და პოლიციის თანამშრომლებს ქვები, ბოთლები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. სამართალდამცველებმა პალესტინელების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. შეტაკების შედეგად 200-მდე პალესტინელი დაშავდა. ვიდეო მასალას Guardian და BBCავრცელებს.

დაპირისპირება პოლიციასა და პალესტინელებს შორის მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა. 9 მაისის ღამით და 10 მაისს, გამთენიისას მორიგი შეტაკებების შემდეგ, ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სამართალდამცველებმა იერუსალიმის დღესთან დაკავშირებით დილით ებრაელებს ძველი ქალაქის გარკვეულ ადგილებში შესვლის უფლება არ მისცეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system