თავში

ისრაელის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი გადადგა

​ისრაელის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი გადადგა
ისრაელის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი გადადგა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, პროფესორი სიგალ სადეცკი გადადგა და კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის ქმედებები გააკრიტიკა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

"კორონავირუსთან ბრძოლიე პირველი ეტაპი პროფესიონალური და კეთილსინდისიერი ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა. სამწუხაროდ, რამდენიმე კვირით პანდემიასთან ბრძოლის კომპასმა მიმართულება დაკარგა", - მოჰყავს სადეცკის სიტყვები გამოცემას Globes.

Jerusalem Post წერს, რომ სადეცკი მთავრობას "არასერიოზული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს". მისი თქმით, "დებატებში, განხილვებში, კონსულტაციებსა და ფორუმებში ბევრი დრო დაიკარგა".

სადეცკის შეფასებით, უახლოესი თვეები მძიმე და ტრაგიკული იქნება.

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა, იული ედელშტეინმა სიგალ სადეცკის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system