თავში

ისრაელის პრეზიდენტი მთავრობის ჩამოყალიბების საკითხზე კონსულტაციებს იწყებს

ისრაელის პრეზიდენტი მთავრობის ჩამოყალიბების საკითხზე კონსულტაციებს იწყებს
ისრაელის პრეზიდენტი მთავრობის ჩამოყალიბების საკითხზე კონსულტაციებს იწყებს

ისრაელის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხზე კონსულტაციებს იწყებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ასევე ცნობილია, რომ რივლენი დღის განმავლობაში 13-ვე პარტიის წარმომადგენელს შეხვდება, რომლებმაც გასულ თვეში საპარლამენტო არჩევნების დროს "ქნესეთში" მანდატები მოიპოვეს. გარდა ამისა, კონსულტაციების შედეგად, ქვეყნის ლიდერი ერთ-ერთ კანონმდებელს სამთავრობო კოალიციის შექმნას დაავალებს.

შეგახსენებთ, რომ 23 მარტს ისრაელში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდმა" პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი რაოდენობის მანდატების მიღება ვერ შეძლო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system