თავში

ისრაელის პრეზიდენტმა ნეთანიაჰუს სამთავრობო კოალიციის ფორმირება დაავალა

​ისრაელის პრეზიდენტმა ნეთანიაჰუს
ისრაელის პრეზიდენტმა ნეთანიაჰუს სამთავრობო კოალიციის ფორმირება დაავალა

ისრაელის პრეზიდენტმა, რუვენ რივლინმა მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სამთავრობო კოალიციის ფორმირება დაავალა.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ბენი განცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ პრემიერს საჭირო 61 ხმა არ აქვს, ეს დავალება მან იმიტომ მიიღო, რომ მეტი შანსი აქვს.

„ნეთანიაჰუს ქნესეტის 55 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, განცს - 54, მაგრამ აქედან 10 განაცხადა, რომ მთავრობაში არ იქნება. „ჩვენმა სახლმა ისრაელმა“ არც ერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი, მაგრამ არც არავინ უარყო. ამიტომ ნეთანიაჰუს შანსები უფრო დიდი ჩანს“, - განაცხადა რივლინმა.

კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მოქმედ პრემიერ-მინისტრს 28 დღე აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system