თავში

ისრაელის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2 მარტს გაიმართება

​ისრაელის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2 მარტს გაიმართება
ისრაელის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2 მარტს გაიმართება

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2 მარტს გაიმართება, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით ისრაელის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ისრაელელმა დიპლომატებმა ვადაზე ადრე ხმის მიცემის პროცედურა დაიწყეს.

მსოფლიოს მასშტაბით ისრაელს ჯამში 96 დიპლომატიური წარმომადგენლობა აქვს, რომელშიც 5,200 ადამიანი მუშაობს.

თავისი არჩევანი საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა უკვე გააკეთა და "ფეისბუქ" დაწერა:„ამ დილას თბილისში ისრაელის საელჩოს გუნდმა ჩვენი დემოკრატიული უფლება განვახორციელეთ ეროვნულ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემით“.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ისრაელში მე-3 რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იქნება. ამ საკითხზე კენჭისყრა ისრაელის ქნესეთში მას შემდეგ გაიმართა, რაც კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება ვერც მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ვერც მისმა მეტოქემ ბენი განცმა შეძლო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system