თავში

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირველად ჩავიდა

​ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი არაბთა
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირველად ჩავიდა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი დღეს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია. ეს სპარსეთის ყურის ქვეყნებში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

მინისტრი ვიზიტს არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის მიწვევით ასრულებს.

ლაპიდის ორდღიანი ვიზიტის დროს გაიმართება აბუ დაბიში
ისრაელის საელჩოსა და და დუბაიში ისრაელის საკონსულოს გახსნის ოფიციალური ცერემონიები.

თავად მინისტრი ამ ვიზიტს ისტორიულს უწოდებს.

2020 წლის 15 სექტემბერს, ვაშინგტონში, ისრაელის მხარემ შეერთებული შტატების აქტიური შუამავლობით ხელი მოაწერა დოკუმენტებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ბაჰრეინთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system