თავში

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა

​ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა დაადასტურა, რომ მას კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

"მართლაც, დამისვეს კორონავირუსის დიაგნოზი. თავს მშვენივრად ვგრძნობ, რადგან აცრა გავიკეთე, წადით, ჩაიტარეთ აცრა, გაიკეთეთ პირბადე, ერთად გადავრჩებით“, - განაცხადა მინისტრმა.

ახლა ის სახლში, იზოლაციაშია. ისრაელის მედია წერს, რომ სავარაუდოდ, ლაპიდი დაცვის ერთ-ერთი წევრისგან დაინფიცირდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ წინა დღის განმავლობაში იგი პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან ახლოს იმყოფებოდა.

ლაპიდს ორშაბათს პარტიია "ეშ ათიდის" შეხვედრა უნდა გაემართა, თუმცა COVID-19-ზე ეჭვის გამო ღონისძიება გადაიდო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system