თავში

ისრაელის სამხრეთ ნაწილში საბავშვო ბაღები და სკოლები დახურულია

​ისრაელის სამხრეთ ნაწილში საბავშვო ბაღები და სკოლები დახურულია
ისრაელის სამხრეთ ნაწილში საბავშვო ბაღები და სკოლები დახურულია

ისრაელის სამხრეთ ნაწილში ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის საბავშვო ბაღები და სკოლები დახურულია. მიზეზი სარაკეტო იერიშის საფრთხეა. სასწავლო პროცესი აშკელონში, სდეროტეში, ნეტივოტეში და ღაზას სექტორთან მდებარე მოსაზღვრე დასახლებულ პუნქტებში შეწყდა. ინფორმაციას ამის შესახებ mako.co.il. ავრცელებს.

შეწყვეტილია აშკელონსა და ბაერ შევოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა.

ადგილებზე გაუქმებულია მასობრივი ღონისძიებები.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ღაზას სექტორსა და სირიაში ავიაიერიშები განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, ავიაიერიშის მიზანი დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი“ იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system