თავში

ისრაელის სკოლებში სწავლება ნაწილობრივ აღდგა

ისრაელის სკოლებში სწავლება ნაწილობრივ აღდგა
ისრაელის სკოლებში სწავლება ნაწილობრივ აღდგა

ისრაელში შვიდ კვირიანი პაუზის შემდეგ დაახლოებით ნახევარი მილიონი სკოლის მოსწავლე საკლასო ოთახებს დაუბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.

სკოლებში სწავლება დაწყებითი კლასის, კერძოდ, პირველი მეორე და მესამე კლასის მოსწავლეებისათვის აღდგება. 

მოსალოდნელია, რომ დანარჩენი სტუდენტები სკოლაში  1 ივნისს დაბრუნდებიან.

ამასთან, ვარაუდობნენ, რომ მომავალი კვირიდან საბავშვო ბაღებიც გაიხსნებოდა, თუმცა ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ წინადადებას არ იზიარებდა, ვინაიდან მცირეწლოვანი ბავშვების გაკონტროლება და ჰიგიენის დაცვა სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამის გამო, ბაღების გახსნა კვლავ გადაიდო.

ბოლო მონაცემებით,  ისრაელში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 16,185-ს შეადგენს. დაავადება, 229 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system