თავში

ისრაელმა და საბერძნეთმა თავდაცის სფეროში შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ისრაელმა და საბერძნეთმა თავდაცის სფეროში შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ისრაელმა და საბერძნეთმა თავდაცის სფეროში შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ისრაელმა და საბერძნეთმა თავდაცვის სფეროში შესყიდვების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა, რომ აღნიშნული გარიგება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს გააძლიერებს.

”დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრამა გააძლიერებს ისრაელისა და საბერძნეთის ეკონომიკას, რითაც ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა თავდაცვის, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო გაღრმავდება”, - განაცხადა ბენი განცმა.

შეთანხმება მოიცავს 1.65 მილიარდი აშშ დოლარის კონტრაქტს, რომელიც 22 წლიან პერიოდში მიემართება ისრაელის თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი Elbit Systems-ის მიერ საბერძნეთის საჰაერო ძალებისთვის სასწავლო ცენტრის შექმნისა და ფუნქციონირებისკენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system