თავში

ისრაელმა მესამე დოზის უფლება ყველა ასაკის პირებს დართო

ისრაელმა მესამე დოზის უფლება ყველა ასაკის პირებს დართო
ისრაელმა მესამე დოზის უფლება ყველა ასაკის პირებს დართო

ისრაელმა ყველა მსურველს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრის ნება დართო. The Jerusalem Post-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ნიცან ჰოროვიცმა განაცხადა.

ამასთან, ნებისმიერი პირი, ვინც ვაქცინის ე.წ. ბუსტრულ დოზას გაიკეთებს, უცხოეთიდან საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში სავალდებულო კარანტინისგან თავისუფლდება.

ცნობისთვის, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 30 აგვისტოს, კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა 5,962,290 ადამიანმა (ქვეყნის მოსახლეობის 64%, ზრდასრული მოსახლეობის 87%) მიიღო, მეორე დოზა - 5,474,954 ადამიანმა (59% ქვეყნის მოსახლეობა, ზრდასრული მოსახლეობის 80%). ხოლო მესამე, "ბუსტერი" დოზით 2,041,949 ადამიანი აიცრა (ქვეყნის მოსახლეობის 22%, ზრდასრული მოსახლეობის 30%).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system