თავში

ისრაელმა უკრაინაში დიპლომატიური მისია დახურა

​ისრაელმა უკრაინაში დიპლომატიური მისია დახურა
ისრაელმა უკრაინაში დიპლომატიური მისია დახურა

ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობა უკრაინაში საკონსულო მომსახურეობის გაწევას წყვეტს. მიზეზად ისრაელის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება სახელდება, რომელიც დიპლომატებისა და სხვა წარმომადგენლების ხარჯებს ამცირებს.

„ისრაელის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების გამო, რომელიც 2019 წლის 21 ივნისს ფინანსთა სამინისტროს დირექტორის მიერ შეთანხმებულ და ხელმოწერილ შეთანხმებებს არღვევს, ჩვენ იძულებულები ვართ, დიპლომატიური მისია დავხუროთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, 29 ოქტომბერს სხვადასხვა ქვეყანაში ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლებმა გაფიცვა გამოაცხადეს.

დღეს კი ისრაელის საკონსულომ კანადაში „ტვიტერში“ დაწერა, რომ 30 ოქტომბერს საკონსულოები და საელჩოები მთელს მსოფლიოში მუშაობას აჩერებს.

„ჩვენი საკონსულო და ისრაელის ყველა დიპლომატიური მისია მთელს მსოფლიოში ოთხშაბათს, 2019 წლის 30 ოქტომბერს ისრაელის სამინისტროსთან არსებული შრომითი დავის გამო დახურული იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system