თავში

ისრაელსა და ღაზას სექტორში ვითარებას გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს

​ისრაელსა და ღაზას სექტორში
ისრაელსა და ღაზას სექტორში ვითარებას გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს

გაეროს უშიშროების საბჭო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავებას კვირას, 16 მაისს უშიშროების საბჭოს ღია სხდომაზე განიხილავს. ეს, რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირაში მესამე შეხვედრა იქნება.

ისრაელში კი დაპირისპირება გრძელდება. ცაჰალი - ისრაელის არმია - ღაზას სექტორზე საჰაერო და სახმელეთო შეტევას ახორციელებს. დაიბობმა ჰამასის იარაღის სასაწყობე წერტილები.

ჰამასმა ღაზის სექტორიდან აშკელონის მიმართულებით მორიგი რაკეტები გაუშვა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. სარაკეტო დარტყმები ასევე განხორციელდა ქალაქებზე აშდოდსა და ბეერ-შევაზე.

ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის გამწვავება პალესტინელი ოჯახების გამოსახლებასთან დაკავშირებული პროტესტს მოჰყვა. პროექტი პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეაჩერა, თუმცა კონფლიქტი ყოველდღიურად უფრო სახიფათო მასშტაბებს იღებს. სისხლიან დაპირისპირებაში ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაიღუპა ათობით პალესტინელი და რამდენიმე ისრაელელი. გაერო სრულმასშტაბიანი ომის საფრთხეზე საუბრობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system