თავში

ისრაელში ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს

ისრაელში ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს
ისრაელში ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს

ისრაელში ანტისამთავრობო აქციაზე ათაიათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეები პრემიერს კორუფციაში სდებენ ბრალს და გადადგომისკენ მოუწოდებენ. 

დემონსტრანტები ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამენ ეპიდემიის წინააღმდეგ მთავრობის მუშაობასთან დაკავშირებითაც. 

DW-ის ცნობით, თელ-ავივში დემონსტრაციების დროს ექვსი ადამიანი დააკავეს.

მანამდე, მთავრობის სხდომაზე, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საკარანტინო ზომების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის გაზრდა მოითხოვა. 

18 სექტემბერს ისრაელში კარანტინი მეორედ გამოცხადდა. მაგრამ ამჟამად შეზღუდვები თანდათან სუსტდება. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 24 ოქტომბერს ქვეყანაში კორონავირუსით 692 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

პანდემიის დასაწყისიდან ისრაელში კორონავირუსით 2,372 ადამიანი გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system