თავში

ისრაელში არჩევნების შედეგებს ითვლიან

ისრაელში არჩევნების შედეგებს ითვლიან
ისრაელში არჩევნების შედეგებს ითვლიან

„ლიკუდია“ და „კახოლ ლავანი“ ახალი მოწვევის ქნესეთში 32-32 მანდატს მიიღებს. ასეთია შედეგები ხმათა 50%-იანი მონაცემების გადამუშავების შემდეგ. ე.წ.  წოდებულ მემარჯვენე-რელიგიურ ფრთას 56 მანდატი ერგება, ეგრეთ წოდებულ ცენტრისტულ-მემარცხენე ფრთას კი 55 მანდატი. ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, პარტიამ „ ისრაელი ჩვენი სახლია“, 9 მანდატი მოიპოვა და წინასწარი მონაცემებით, სწორედ მათი ხმები განსაზღვრავს მომავალი კოალიციის ფორმირების პერსპექტივებს.

„გაერთიანებულ არაბულ სიას“ ქნესეთში 12 ადგილი ექნება. ულტრარელიგიურ პოლიტიკურ პარტიას - 9, „თორის ებრაელობას“ – 8, მემარჯვენეებს- 7, „ავოდი გერეშს“- 6, „დემოკრატიულ ბანაკს“-5. ისრაელის პარლამენტში მოხვედრისთვის სულ 120 პარტია იბრძოდა.

არჩევნების დასრულების და ეგზიტპოლის გასაჯაროების შემდეგ განცხადებები პარტიის ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის მთავარი კონკურენტის, როგორც ჩანს, ბენიამინ ნეთანიაჰუ არჩევნებში დამარცხდა. მისი თქმით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საკუთარი მისია ვერ შეასრულა და მეხუთედ გამარჯვება ვერ მოიპოვა.

თავის მხრივ, განცხადება გააკეთა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც. მოკლე მიმართვის დროს ისრაელის პრემიერ მინისტრს თავი გამარჯვებულად არ გამოუცხადებია. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს დაელოდება. ამასთან ერთად ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ახლა ხალხი ისტორიული მომენტის წინაშე დგას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system