თავში

ისრაელში, ავსტრიის საელჩოს მახლობლად რაკეტა ჩამოვარდა

ისრაელში, ავსტრიის საელჩოს მახლობლად რაკეტა ჩამოვარდა
ისრაელში, ავსტრიის საელჩოს მახლობლად რაკეტა ჩამოვარდა

ისრაელში ავსტრიის საელჩოს მახლობლად ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა. ამის შესახებ ავსტრიის ელჩმა ისრაელში ჰანა ლიკომ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.

”რამათ-განში ავსტრიის საელჩოდან არც ისე შორს რაკეტა ჩამოვარდა. საბედნიეროდ, ყველანი უსაფრთხოდ ვართ. ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს”, - წერს ავსტრიის ელჩი.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის კანცლერის ფედერალურმა ოფისმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოლიდარობის ნიშნად ისრაელის დროშა აღმართა. 

ისრაელსა და ჰამასს შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება პიკს აღწევს და საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს. ვითარება შესაძლოა კონტროლიდან გავიდეს.

11 მაისის ღამით დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 630 რაკეტა გაუშვა. აქედან 150 ღაზას სექტორის შიგნითვე აფეთქდა. ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემამ დაახლოებით 200 მათგანის შეკავება შეძლო.

ისრაელის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ღაზას სექტორში რადიკალების ყველა გვირაბი არ იქნება განადგურებული.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

პალესტინის ჯანდაცვის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად, 139-მდე ადამიანი დაიღუპა, 950-მდე დაშავდა. დაღუპულთა შორის 39 ბავშვი და 22 ქალია.

შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა ისრაელის მხრიდანაც. დაღუპულია 8 ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system