თავში

ისრაელში COVID-19-ის ახალი ტალღაა

​ისრაელში COVID-19-ის ახალი ტალღაა
ისრაელში COVID-19-ის ახალი ტალღაა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, პირბადეები ატარონ და სოციალური დისტანცია დაიცვან, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის მორიგი ტალღა დაიწყო. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"თუ სამი კვირის წინ დაგჭირდებოდათ ბინოკლები შორიდან მომავალი ტალღის სანახავად, ახლა ის უკვე აქ არის, "ომიკრონის" შტამი უკვე ისრაელშია. ჩემი შეფასებით, კიდევ სამ-ოთხ კვირაში, შესაძლოა, უფრო ადრეც, ჩვენ დაავადების აფეთქებას ვიხილავთ და ეჭვებიც აღარ დარჩება", - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მთავრობა ამისთვის მზადაა და მალე ინსტრუქციებიც იქნება.

"ამასობაში ყველას ვთხოვ, გამოიჩინონ საღი აზრი, დაიცვან რაც შეიძლება მეტი სოციალური დისტანცია, არ შეიკრიბონ ჯგუფურად, ატარონ პირბადეები, ეს არის მარტივი და ეფექტური", - დასძინა ბენეტმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე მიმართა დამსაქმებლებს თხოვნით, თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმში გადაიყვანონ. 

გარდა ამისა, ისრაელის მოქალაქეები აშშ-ში, გერმანიაში, იტალიაში, ბელგიაში, უნგრეთში, მაროკოში, პორტუგალიაში, კანადაში, შვეიცარიასა და თურქეთში გამგზავრებას სპეციალური ნებართვის გარეშე ვერ შეძლებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system