თავში

ისრაელში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ადამიანებზე გამოცდიან

​ისრაელში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ადამიანებზე გამოცდიან
ისრაელში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ადამიანებზე გამოცდიან

1 ნოემბრიდან ისრაელი COVID-19-ის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას იწყებს, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ისრაელის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოტენციური ვაქცინა ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ზედამხედველობით მომუშავე "ისრაელის ბიოლოგიური კვლევის ინსტიტუტმა" შექმნა. ვაქცინის ცხოველებზე გამოცდა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.

ამ ეტაპზე კვლევაში მონაწილეობას 18-დან 55 წლამდე ასაკის 80 მოხალისე მიიღებს და ის 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მეცნიერები შეეცდებიან დაადგინონ, გამომუშავდება თუ არა ვაქცინაციის შემდეგ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები. კვლევის მეორე ფაზა კი, სავარაუდოდ, დეკემბერში დაიწყება და მასში 960 ადამიანი ჩაერთვება, რომელთა ასაკი 18 წელს ზემოთ იქნება.

თუკი ყველა ეტაპი წარმატებული აღმოჩნდება, მომავალი წლის აპრილში ან მაისში კვლევის მესამე, ფართომასშტაბიანი ფაზა დაიწყება, რომელშიც 30 000 მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. წარმატების შემთხვევაში კი ვაქცინა, შესაძლოა, მასობრივი გამოყენებისთვის დაამტკიცონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system