თავში

ისრაელში დაშავებული პალესტინელების რაოდენობა 200-მდე გაიზარდა

ისრაელში დაშავებული პალესტინელების რაოდენობა 200-მდე გაიზარდა
ისრაელში დაშავებული პალესტინელების რაოდენობა 200-მდე გაიზარდა

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული პალესტინელების რიცხვი 200-მდე გაიზარდა. პალესტინის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისრაელის პოლიციამ იერუსალიმში რამდენიმე გზა გადაკეტა და მოქალაქეებს მეჩეთში შესვლის საშუალება არ მისცა.

გავრცელებული ცნობით, ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსში შტურმი 200-მა პოლიციელმა მოაწყო და პალესტინელებს ტერიტორიის დატოვება აიძულა.

პალესტინის ადმინისტრაციის მედია წერს, რომ ამჟამად შეტაკებები გრძელდება აღმოსავლეთ იერუსალიმში და მის შემოგარენში, შეიხ ჯარაში. პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერი, მაჰმუდ აბასი აღმოსავლეთ იერუსალიმში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს.

ცნობისთვის, ისრაელის პოლიცია ტაძრის მთის ტერიტორიაზე შევიდა. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტერიტორიაზე წესრიგის აღდგენა მას შემდეგ დაიწყეს, რაც პალესტინელებმა პარასკევის ლოცვის შემდეგ არეულობა მოაწყეს და პოლიციის თანამშრომლებს ქვები, ბოთლები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს.

მედიის ცნობით, პოლიციამ პალესტინელების წინააღმდეგ ხმოვან-მანათობელი ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ისრაელში შიშობენ, რომ იერუსალიმში დაძაბულობა 9 მაისსაც გაგრძელდება. კვირა საღამოს პალესტინელების „ბედის ღამეა“, ყველაზე წმინდა მოვლენა მუსლიმთა წმინდა რამადანის თვეში. მუსლიმი მომლოცველები ღამით ინტენსიური ლოცვებისთვის ალ-აქსას მეჩეთში შეიკრიბებიან. კვირას ღამით აგრეთვე იწყება იერუსალიმის დღე, ეროვნული დღესასწაული, რომლის დროსაც ისრაელში იერუსალიმის გაერთიანებას აღნიშნავენ და რელიგიური ნაციონალისტები აღლუმებსა და სხვა დღესასწაულებს მართავენ ქალაქში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system