თავში

ისრაელში ხანდაზმულებს ვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებენ

ისრაელში ხანდაზმულებს ვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებენ
ისრაელში ხანდაზმულებს ვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებენ

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ხანდაზმული პირებისათვის კორონავირუსის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზების შეთავაზებას განიხილავს.  

კომიტეტის “აბსოლუტური უმრავლესობა” მხარს უჭერს რეკომენდაციას, თუმცა მოსაზრებები განსხვავდება დასაშვებობის მინიმალურ ასაკზე, რომელიც 60-დან 70 წლამდეა.

მიმდინარე თვის დასაწყისში Pfizer-მა აშშ-ის მარეგულირებლებს ვაქცინის მესამე დოზის გამოყენების ნებართვის მოსაპოვებლად მიმართა. პირველადი მონაცემები აჩვენებს, რომ მას იმუნური დაცვის მკვეთრი ზრდა შეუძლია. 

Pfizer-ის ახალი კვლევის მიხედვით, ვაქცინის მესამე დოზა Covid-19-ის დელტა შტამის უვნებელყოფის შესაძლებლობას 100-ჯერ ზრდის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system