თავში

ისრაელში ხანძრებს ისევ ებრძვიან

​ისრაელში ხანძრებს ისევ ებრძვიან
ისრაელში ხანძრებს ისევ ებრძვიან

ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ მეხანძრეები ისევ ებრძვიან 4 ხანძარს, რომელიც ღაზას სექტორიდან გაშვებული "ცეცხლმოკიდებული საჰაერო ბუშტების" გამო გაჩნდა. ამის შესახებ "Times of Israel" წერს.

ამჟამად ხანძრები ეშკოლის რაიონში მძვინვარებს,

"სამწუხაროდ, ჩვენ ამას შევეჩვიეთ. ჩვენი ტერიტორია ღაზაში ოპერაციის დასრულების შემდეგაც დაძაბული რჩება. ჩვენ პირველები ვართ ცეცხლის ქვეშ მოხვდება, როგორც კი რამე სხვაგან მოხდება", - განაცხადა ადგილობრივმა ფერმერმა, ოფერ ლიბერმანმა.

შეგახსენებთ, 16 ივნისს ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში "ჰამასის" ობიექტებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ეს ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია ღაზასთან საზღვართან ახლოს ხანძრის შესახებ. ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკიდია. წინასწარი ვერსიით, ხანძარი განზრახ იყო გაჩენილი საჰაერო ბუშტებით, რომლებიც ანკლავის ტერიტორიიდან გაუშვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system