თავში

ისრაელში კოვიდვაქცინის მე-4 დოზის გამოყენება დაამტკიცეს

​ისრაელში კოვიდვაქცინის მე-4 დოზის გამოყენება დაამტკიცეს
ისრაელში კოვიდვაქცინის მე-4 დოზის გამოყენება დაამტკიცეს

ისრაელმა კორონავირუსის ვაქცინის მე-4 დოზის გამოყენება სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში დაამტკიცა. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორის, ნახმან ეშის განცხადებით, მოქალაქეების სხვა ჯგუფებისთვის მეოთხე დოზის გაკეთების რეკომენდაციას სამინისტრო ეპიდვითარების შესწავლის საფუძველზე მოგვიანებით მიიღებს.

”ჩვენ გავაგრძელებთ მონაცემებს ყოველდღიურ მონიტორინგს და ვნახავთ, საჭირო იქნება თუ არა, რომ ეს რეკომენდაცია მოსახლეობის უმრავლესობისთვის გავრცელდეს”, - აღნიშნა მან.

ჯანდაცვის სამინისტროს უახლესი მონაცემებით, ისრაელის თითქმის 9,5-მილიონიანი ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მოსახლეობის დაახლოებით ორმა მესამედმა მიიღე , ხოლო დაახლოებით 4,2 მილიონმა ადამიანმა - სამივე დოზა.

ისრაელში ამაჟამად კორონავიურსით ინფიცირებულია 20 000 ადამიანი, მათგან 94-ის მდგომაროება მძიმეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system