თავში

ისრაელში მესამე დოზით მოსახლეობის 19% აიცრა

ისრაელში მესამე დოზით მოსახლეობის 19% აიცრა
ისრაელში მესამე დოზით მოსახლეობის 19% აიცრა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით,  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო 5 933 086-მა ადამიანმა (ქვეყნის მოსახლეობის 63%), მეორე დოზა - 5 459 308 ადამიანი (58%). მესამე დოზით კი უკვე აიცრა 1 772 367 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის 19%).

ამასთან, 90+ ასაკობრივ კატეგორიაში ვაქცინის პირველი დოზით აცრილია მოქალაქეთა 94%, ორი დოზით 91%, სამი დოზით - 69%.

80-89 ასაკობრივ კატეგორიაში - 1 დოზით - 95% , ორით - 92%, სამით - 74%.

70-79 ასაკობრივ კატეგორიაში - 1 დოზით 96%, მეორე დოზით - 94%, მესამე დოზით - 79%.

 კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას უკეთებენ მათ, ვინც მეორე აცრა 5 თვის წინ გაიკეთა.

ივლისში ისრაელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა 60 წელს გადაცილებულ პირებს შესთავაზა. გასულ პარასკევს კი ასაკობრივმა ცენზმა 40-49 წლამდე დაიწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system