თავში

ისრაელში Pfizer-სა და Moderna-ზე ალერგიულებისთვის ალტერნატიული ვაქცინა დაარეგისტრირეს

​ისრაელში Pfizer-სა და Moderna-ზე ალერგიულებისთვის ალტერნატიული ვაქცინ
ისრაელში Pfizer-სა და Moderna-ზე ალერგიულებისთვის ალტერნატიული ვაქცინა დაარეგისტრირეს

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა, რომელსაც ბრიტანული კომპანია AstraZeneca კომპანიების Pfizer და Moderna ვაქცინებისგან განსხვავებული ტექნოლოგიით აწარმოებს. ინფორმაციას Newsru.co.il ავრცელებს.

AstraZeneca ვაქცინა Vaxzervia კლასიკურ ვირუსულ ვექტორზეა დამყარებული, და არა mRNA-ს ახალ ტექნოლოგიაზე. ის რამდენიმე ასეული პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, რომლებსაც Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებზე მწვავე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ.

გარდა ამისა, მის მიღებას ისრაელის ავარაქცინირებული მოქალაქეებიც შეძლებენ, რომლესაც, ამა თუ იმ მიზეზის გამო, mRNA ვაქცინით აცრა არ უნდათ. ჯანდაცვის სამინისტრო იმედოვნებს, რომ კლასიკური ვაქცინის გამოჩენა იმ ადამიანთა რიცხვს შეამცირებს, ვინც ვაქცინაციაზე უარს აცხადებს.

საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ისრაელში კორონავირუსის 1 256 600 შემთხვევა გამოვლინდა, 7 611 ადამიანი გარდაიცვალა, 1 183 557 გამოჯანმრთელდა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 24 სექტემბრის მონაცემებით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 6 081 276 ადამიანმა (ქვეყნის მოსახლეობის 65%, ზრდასრული მოსახლეობის 89%) მიიღო, მეორე დოზა - 5 605 489 ადამიანმა (ქვეყნის მოსახლეობის 59%, ზრდასრული მოსახლეობის 81%). მესამე დოზით 3 154 008 ადამიანი აიცრა (ქვეყნის მოსახლეობის 34%, ზრდასრული მოსახლეობის 46%).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system