თავში

ისრაელში ყოველ მე-9 კოვიდინფიცირებულ ბავშვს "ხანგრძლივი" კოვიდი აქვს

​ისრაელში ყოველ მე-9 კოვიდინფიცირებულ ბავშვს "ხანგრძლივი" კოვიდი აქვს
ისრაელში ყოველ მე-9 კოვიდინფიცირებულ ბავშვს ხანგრძლივი კოვიდი აქვს

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების 11%-ზე მეტს დაავადების სიმპტომები 12 კვირის განმავლობაში უნარჩუნდება. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

გამოკითხვაში 3-დან 18 წლამდე ბავშვების 13864 მშობელმა მიიღო მონაწილეობა.

სიმპტომებს შორის დასახელებულია კოგნიტური უნარების (აზროვნება, მეხსიერება) დარღვევა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები (დეპრესია და შფოთვა), სუნთქვის უკმარისობა და სხვადასხვა ორგანოების პრობლემები.

ინფიცირებიდან ნახევარი წლის შემდეგ პოსტკოვიდური სინდრომი 12 წლამდე ბავშვების 1,8%-ს, 12-დან 18 წლამდე მოზარდების კი 4,6%-ს აღენიშნებოდა.

ამ ფაქტის საფუძველზე მკვლევარებმა განაცხადეს, რომ "ხანგრძლივი" COVID-19-ის რისკი ასაკთან ერთად იზრდება. ამასთან, პოსკოვიდური სინდრომი უსიმპტომო ბავშვების 3,5%-ს აღენიშნებოდა.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ კვლევას რამდენიმე ნაკლი აქვს. მაგალითად, რესპონდენტების გამოკითხვას ექიმები აწარმოებდნენ, რომლებიც დიაგნოზს არ სვამდნენ. შესაბამისად, მაღალია ალბათობა, რომ მონაცემები უზუსტობებსა და შეცდომებს შეიცავდეს. მაგალითად, ზოგიერთი სიმპტომი, შესაძლოა, არა გადატანილ დაავადებას, არამედ სტრესის პირობებს: "ლოქდაუნებს", სამხედრო მოქმედებებს და ბოლო ერთი წლის ზოგად ნეგატიურ ატმოსფეროს უკავშირდებოდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system