თავში

ისრაელში საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია

​ისრაელში საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია
ისრაელში საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია

ისრაელის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ახალი მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი რაოდენობის მანდატებს ვერ აგროვებს. ასეთია საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგები, რომლის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პროგნოზების თანახმად, ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდი“ და მისი მოკავშირეები 120-ადგილიან ქნესეთში 52-53 ადგილს იკავებენ. ოპოზიციური პარტიები კი, 60 ადგილს. 

ეს ნიშნავს, რომ ნაციონალისტური პარტია "იამინას“ მხარდაჭერითაც კი, ნეთანიაჰუ პარლამენტში უმრავლესობას ვერ მოიპოვებს. 

BBC წერს, რომ ქვეყნის ოპოზიციური პარტიები დიდი ალბათობით, კოალიციის შექმნასა და უმრავლესობის მოპოვებას შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 2 მარტს ისრაელში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. 120-ადგილიან ქნესეთში 36 მანდატი ბენიამინ ნეთანიუაჰუს "ლიკუდმა" მოიპოვა. რელიგიური და მემარჯვენე ბლოკის პარტიების დახმარებით მან 58 მანდატი მოაგროვა, თუმცა ეს მმართველი კოალიციის ფორმირებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ბენი განცის "კახოლ-ლავანმა" 33 მანდატი მიიღო. თუმცა ვერ ნეთანიაჰუმ, ვერც განცმა კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system